მერაბ დვალიშვილი, რეი ლონგო, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მათი შეცდომა ეს იყო“ | რეი ლონგომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, რეი ლონგომ, „მანქანაზე“ და აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, რომლის დროსაც უსმან ნურმაგომედოვი მას თავს რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად დაესხა.

„რა საშინელი და ამაზრზენი იყო ეს ყველაფერი. უსმან ნურმაგომედოვი ბევრ რაღაცას გადაურჩა და რამდენჯერმე არ დასაჯეს, თუმცა იცით, ამჯერად შეცდომა სად დაუშვა? მერაბი ყველას უყვარს. შეიძლება, მსგავსი რამ დილონ დენისთან გაგივიდეს, მაგრამ ეს განსხვავებული ვითარებაა. მათი მთავარი შეცდომა სწორედ ესაა.

ეს ბიჭები საშინლად გამოიყურებოდნენ და მათი დაცვა შეუძლებელია. მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ძალიან ცუდია, რაც გააკეთეს. ბავშვობაში მსგავს რაღაცებში ყოველთვის ვიყავი ჩართული და კარგად არასდროს არაფერი სრულდებოდა. როდის მორჩება ეს ყველაფერი? ვიღაცას უნდა ესროლონ ან დაჭრან, რომ ყველაფერი დასრულდეს? ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ სცენას კამერა იღებდა. ზოგადად, ასეთი საქმის მოგვარება კამერების გარეშე გსურს“.

შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა და ისინი თავისუფლები არიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „სადაც მე გავიზარდე, ასე არ იქცევიან“ - ვოლკოვი უსმანი-მერაბის ინციდენტზე
    „სადაც მე გავიზარდე, ასე არ იქცევიან“ - ვოლკოვი უსმანი-მერაბის ინციდენტზე