რემატჩი, ოღონდ სხვა წონაში? - ნუნიესმა ჰარისონის გამოწვევა მიიღო
ამანდა ნუნიეს კაილა ჰარისონთან რემატჩის გამართვა სურს, ოღონდ არა სუპერმსუბუქ, არამედ ქვემსუბუქ წონაში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შედის თუ არა ეს UFC-ის გეგმებში.
რამდენიმე დღის წინ კაილა ჰარისონმა ნუნიესი სუპერმსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაში დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა, ბრძოლამდე კი ასეთი რამ განაცხადა:
„ვიცი, რომ ამანდას დავამარცხებ, ამიტომ ავტომატურად რემატჩს ვთავაზობ ქვემსუბუქ წონაში, რათა მისი მეორე ქამარიც დავისაკუთრო“.
„145 ფუნტი, რემატჩი, მიღებულია“ - წერს სოციალურ ქსელში ამანდა ნუნიესი.
აღსანიშნავია, რომ ბრძოლისწინა ფოტოსესიაზე ნუნიესი ორივე წონის ქამრებით პოზირებდა, რითაც ხაზს უსვამდა იმას, რომ ოქტაგონში არც ერთი ტიტული არ დაუკარგავს. ახლა კი, როცა ჰარისონმა ნუნიესი 135 ფუნტში (სუპერმსუბუქი) დაამარცხა, 145-ში რემატჩი ორივე მხარისთვის საუკეთესო ვარიანტად გამოიყურება.
ცნობისთვის, ნუნიესის ანგარიშზე MMA-ში 23 მოგება და 6 მარცხია, ხოლო კაილა ჰარისონს 20 მოგება და ერთადერთი მარცხი აქვს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს