მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„თბილისში მართალი ვიყავი, თუ გსურს, ვილაპარაკოთ“ - მერაბმა ისლამს მიმართა

რამდენადაც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვის დაცვა საკუთარ თავზე არა მისმა ნათესავმა ხაბიბმა, არამედ ისლამ მახაჩევმა აიღო. UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა გულშემატკივრებს თბილისში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც მერაბ დვალიშვილს აჰმედ გაჯიმაგომედოვთან დაპირისპირებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი სწორედ დვალიშვილმა წამოიწყო. დღეს, როდესაც ქართველი „მანქანა“ არიელ ჰელვანის შოუში სტუმრად იმყოფებოდა, ისლამის განცხადებასაც შეეხო და ასეთი პასუხი გასცა:

„ისლამ, თუ ჩემთან გასაუბრება გინდა, კარგად იცი, სადაც უნდა მნახო. შემიძლია მეც მოვიდე, ასევე ძმებთან შეხვედრის მოწყობა შეგვიძლია, იცი, ვისაც ვგულისხმობ. თბილისში ბოლომდე მართალი ვიყავი. გაჯიმაგომედოვი ჩემთან მოვიდა, ხელი მომკიდა და მიყვიროდა. მქონდა ის რეაქცია, რაც უნდა მქონოდა და ყველაფერი ადგილზე მოვაგვარეთ, ყველაფერი დანარჩენი კი ზედმეტი იყო“.

ცნობისათვის, ისლამ მახაჩევს და მერაბ დვალიშვილს 2025 წლის იანვარში ერთ ქარდზე აქვთ საჩემპიონო ორთაბრძოლა ჩატარებული - მაშინ ისლამმა რენატო მოიკანო საბმიშენით დაამარცხა და მსუბუქი დივიზიონის ტიტული დაიცვა, ხოლო მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი ასევე წარმატებით დაიცვა და ისლამის მეგობარს, უმარ ნურმაგომედოვს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „იმ დღეს ყველაფერი ერთიანად დამატყდა თავს, მაგრამ...“ - საბა ლაზიშვილმა უსმანთან ჩხუბი გაიხსენა
    „იმ დღეს ყველაფერი ერთიანად დამატყდა თავს, მაგრამ...“ - საბა ლაზიშვილმა უსმანთან ჩხუბი გაიხსენა