„ციხეში მოუწევს ვარჯიშის გაგრძელება“ - ომალის ირონია უსმანს
შონ ომალის საკუთარი Youtube-არხი აქვს და გულშემატკივრებს საკუთარ მოსაზრებებს საკმაოდ ხშირად უზიარებს. ახლა, როდესაც შერეული ორთაბრძოლები და UFC-ის მებრძოლები მერაბ დვალიშვილთან და უსმან ნურმაგომედოვთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, პოპულარობის ზენიტში არიან, როგორც „შუგას“, ასევე სპორტის ამ სახეობის სხვა წარმომადგენლების მოსაზრებები საინტერესოა, მითუმეტეს, რომ ომალიმ დაპატიმრებულ დაღესტნელ მებრძოლებზე საკმაოდ ირონიული კომენტარი გააკეთა.
რას ამბობს ომალი
უსმან ნურმაგომედოვს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და ჯარიმის სახით 50 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა? ექვსი თვე ეს მართლაც ბევრია, მაგრამ ჯანდაბა ისიც მეტისმეტია, რომ ადამიანებს სახეში ფეხებსა და მუშტებს ურტყამ. რა მსგავსებაა საპატიმროსა და MMA-ს შორის? მგონი ვარჯიში იქაც შეიძლება, რაღაც სავარჯიშო ჯოხები აქვთ, მაგრამ შესაძლოა მისი გამოყენებაც აუკრძალონ.
ცნობისათვის, უსმან ნურმაგომედოვი და ყველა ის ადამიანი, რომელიც მასთან ერთად მერაბ დვალიშვილზე თავდასხმაში დამნაშავედ სცნეს, აბუ დაბის ციხეში არიან და ექვსთვიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ. RAF-ის ღონისძიების დასრულების შემდეგ კი, დვალიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ყველა გამოუშვან, რასაც რამდენი გაითვალისწინებს მოსამართლე, ჯერჯერობით რთული სათქმელია.
 
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს