ჰენრი სეხუდო, სირილ განი, ჯოშ ჰოკიტი
Aa
Aa

შესაძლოა, გიჟი მიწოდოთ, მაგრამ სირილ განი დამარცხდა | ჰოკიტი რევანშს ითხოვს

UFC 334-ზე მძიმე წონით კატეგორიაში სირილ განმა ჯოშ ჰოკიტი 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარი წარმატებით დაიცვა. სამივე მსაჯმა გამარჯვება სირილ განს მიაკუთვნა (49-47).

„დაუყოვნებელი რევანში. გთხოვთ“, – დაწერა ჰოკიტმა.

ბრძოლას ჰენრი სეხუდო გამოეხმაურა. მისი აზრით, გამარჯვება ჰოკიტმა დაიმსახურა.

„მეგობრებო, შეიძლება გიჟი მეძახოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯოშ ჰოკიტმა ეს ბრძოლა მოიგო. ვფიქრობ, ყველაზე გადამწყვეტი რაუნდი მისი გამარჯვებით დასრულდა... მოუსმინეთ, როგორ უსტვენს გულშემატკივარი ამ გადაწყვეტილებას. მართლა გჯერათ, რომ განმა მოიგო? მე არ ვეთანხმები“, — განაცხადა სეხუდომ.

სირილ განისა და ჯოშ ჰოკიტის ბრძოლაზე ბრაზილიელმა მებრძოლმა ჯონი უოკერმა ისაუბრა.

„ბარში მოჩხუბარ ლოთებს ჰგავდნენ. ორივეს ერთდღიანი შეტყობინებით (მოკლე ვადაში ჩანიშნულ ბრძოლაში) ვცემ. ორივე ნაგავია. განა შეუძლია ჩემპიონს ქამარი ისე დაიცვას, რომ მთელი ხუთი რაუნდი უკან იხევდეს?“ — დაწერა უოკერმა.

სირილ განისა და ჯოშ ჰოკიტის ბრძოლისას UFC-ის ორი რეკორდი მოიხსნა. განმა ბრძოლაში 237 მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა და მძიმე წონით კატეგორიაში დენიელ კორმიეს რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მან სტიპე მიოჩიჩთან ბრძოლაში დაამყარა — 181 დარტყმა. ჯამში, განმა და ჰოკიტმა 383 მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს ერთმანეთს, რაც მძიმე დივიზიონის ახალი რეკორდია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ხუთრაუნდიანი ბრძოლა და დარტყმების რეკორდი | სირილ განმა ქამარი დაიცვა
    ხუთრაუნდიანი ბრძოლა და დარტყმების რეკორდი | სირილ განმა ქამარი დაიცვა