„მადლობა მხარდაჭერისთვის, თავს კარგად ვგრძნობ“ - ლაზიშვილის პირველი კომენტარი
Aa
Aa

„მადლობა მხარდაჭერისთვის, თავს კარგად ვგრძნობ“ - ლაზიშვილის პირველი კომენტარი

საბა ლაზიშვილით მთელი საქართველო ამაყობს - 21 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, რომელიც აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის დროს მერაბ დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა, უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და მისმა ჩხუბმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ RAF-ში უმარ ნურმაგომედოვის მაგივრად უნდა დაუპირისპირდეს ურაია ფაიბერს, ხოლო UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა უახლოეს მომავალში ახალგაზრდა ქართველის მათ ორგანიზაციაში გაწევრინება არ გამორიცხა. გარკვეული საათების პატიმრობაში გატარების შემდეგ, ლაზიშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით პირველი კომენტარი გააკეთა.

საბა ლაზიშვილი

მოგესალმებით ქართველებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი დადებითი შეტყობინება მომდის, რის გამოც მადლიერი ვარ და მიხარია, თქვენგან ამდენ სიყვარულს რომ ვიღებ. მინდა გითხრათ, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არაფერი გაბსაკუთრებული არ მჭირს, პატარა ნაკაწრებია და ახლო მომავალში მომხდართან დაკავშორებით უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, როდესაც მერაბ დვალიშვილს ინტერვიუს მიცემის დროს, უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც დაახლოებით რვამდე დაღესტნელმა ორი ქართველისგან სათანადო პასუხი მიიღო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქართველოში ჩემი პროვოცირება მოახდინეს“ | დვალიშვილი კრის უაიდმენს ესაუბრა
    „საქართველოში ჩემი პროვოცირება მოახდინეს“ | დვალიშვილი კრის უაიდმენს ესაუბრა