მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„საქართველოში ჩემი პროვოცირება მოახდინეს“ | დვალიშვილი კრის უაიდმენს ესაუბრა

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ღონისძიებაზე გამოსასვლელად ვარჯიში დაიწყო. ქართველ მებრძოლთან ლეგენდარული კრის უაიდმენი მივიდა და ინტერვიუ ჩაწერა, რომლის მოკლე მონაკვეთიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

„არ გვინდა, საჩივარი შევიტანოთ. ვთქვით, რომ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა ისინი გათავისუფლდნენ, გავაკეთებთ — მაქსიმუმს ვიზამთ. რაც შეეხება საქართველოში მომხდარ ინციდენტს, მან მითხრა: „როცა აქ ვარ, უმარზე ნუ ლაპარაკობ, როცა წავალ — ილაპარაკე“.

რუსულ ენაზე დამიყვირა. ჩემი პროვოცირება მოახდინა და მქონდა ისეთი რეაქცია, რომელიც ყველა კაცს ექნებოდა. ამის შემდეგ, როდესაც გავაანალიზე, რომ საქართველოში ვიმყოფებოდით და ყველა ქართველს მასთან ჩხუბი უნდოდა, ვუთხარი, ამას ვერ ვიზამთ, გინდა, ხელი ჩამოვართვათ-მეთქი. მან დადებითად მიპასუხა და ხელი ჩამოვართვით. ყველაფერი ამით დასრულდა.

დაღესტნელი მეგობარი მყავს და დაღესტანი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ თავდაუზოგავად მომუშავე ადამიანები არიან. ეს დაღესტნისა და საქართველოს დაპირისპირება არაა. ეს პირადი ამბავი იყო. დაღესტანსა და იქაურ ხალხს დიდ პატივს ვცემ. ეს მებრძოლებს შორის მომხდარი პირადი ამბავი იყო“.

ცნობისთვის, 6 პირს, მათ შორის უსმან ნურმაგომედოვს, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, პანიკის შექმნისა და სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისთვის“ 6-თვიანი პატიმრობა, 300 ათასი დირჰამის ოდენობის ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია შეეფარდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    უმარის ნაცვლად იჭიდავებს | საბა ლაზიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე გამოვა
    უმარის ნაცვლად იჭიდავებს | საბა ლაზიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე გამოვა