სირილ განი, კაილა ჰარისონი, ჯოშ ჰოკიტი, ამანდა ნუნიესი
Aa
Aa

ჯოშ ჰოკიტის მორიგი შოუ | აწონვების ცერემონია UFC 334-ის წინ

UFC 334-ის მთავარი მოვლენა სირილ განისა და ჯოშ ჰოკიტის დაპირისპირებაა და დღეს გამართულ აწონვების ცერემონიაზე ორივე მებრძოლმა წონა ჩააბარა. განი 110 კილოგრამს იწონის, ხოლო ჰოკიტი მასზე დაახლოებით 5 კილოგრამით მსუბუქია — 104.5.

ამერიკელმა მებრძოლმა აწონვების ცერემონიაზე მორიგი შოუ დადგა. ჰოკიტი ისე იქცეოდა, თითქოს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. როდესაც წონა ჩააბარა, ჯოშს თითქოს ჩაეძინა და რამდენიმე წამის განმავლობაში სასწორზე იდგა.

UFC 334-ის თანამთავარი მოვლენა კაილ ჰარისონისა და ამანდა ნუნიესის დაპირისპირებაა. ორივე მებრძოლმა ერთნაირი წონა, 61.2 კილოგრამი დააფიქსირა. წონა ვერ ჩააბარა ტერენს მაკკინიმ, რომელიც ლიმიტზე დაახლოებით 2 კილოგრამით მეტს იწონიდა. აწონვის შემდეგ მან UFC-ის ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ეს მსუბუქ წონით დივიზიონში მისი ბოლო ჩხუბია.

ცნობისთვის, UFC 334-ის მთავარი ბრძოლები 15 ნოემბერს, თბილისის დროით, 06:00-დან დაიწყება. რაც შეეხება ღონისძიებას, პირველი ჩხუბი 02:00-ზე გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    უმარის ნაცვლად იჭიდავებს | საბა ლაზიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე გამოვა
    უმარის ნაცვლად იჭიდავებს | საბა ლაზიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე გამოვა