მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ყველაზე ცუდი, რაც შეგიძლია გააკეთო, კამერების წინ ჩხუბია“ - ვოლკოვმა უსმანი გააკრიტიკა

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა, ალეკსანდრ ვოლკოვმა აბუ-დაბიში, მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და ხაბიბის ბიძაშვილის საქციელი გააკრიტიკა.

რას ამბობს ვოლკოვი:

„მთელი MMA საზოგადოება ამაზე საუბრობს. რა შემიძლია ვთქვა - თუ ვინმესთან ჩხუბი გინდა, ყველაზე ცუდი, რაც შეგიძლია გააკეთო, კამერების წინ ჩხუბი. ზოგადად ვგმობ ქუჩაში ჩხუბს, მიმაჩნია, რომ ქუჩაში ჩხუბზე უარესი, მხოლოდ კამერების წინ ჩხუბია, მაგრამ თუ გინდა ვინმეს დაელაპარაკო, ვინმე ჩხუბში გამოიწვიო ან მასთან ურთიერთობა გაარკვიო, ჩემს დროს, ან ყოველ შემთხვევაში ჩემს გარემოცვაში, უბრალოდ მივდიოდით, ადამიანს ქუჩაში გავიყვანდით და ყველაფერს იქ ვარკვევდით. და არა ისეთ ადგილას, სადაც სულ მცირე, მაშინვე გაგაშველებენ და სადაც ეს ყველაფერი ჩაიწერება. ასეთ შემთხვევაში თავდამსხმელი ყოველთვის წაგებულ პოზიციაში აღმოჩნდება. ასე რომ, გაუგებარია მთელი ამ მოქმედების მიზანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები მალევე დააკავა და მათი დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც იწერება, მათ 2-წლამდე პატიმრობა, ან რამდენიმე ათასი დოლარით დაჯარიმება ემუქრებათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „პატივისცემა მერაბის მეგობარს, რომელმაც...“ - ომალიმ უსმანი გააკრიტიკა
    „პატივისცემა მერაბის მეგობარს, რომელმაც...“ - ომალიმ უსმანი გააკრიტიკა