მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„პატივისცემა მერაბის მეგობარს, რომელმაც...“ - ომალიმ უსმანი გააკრიტიკა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, შონ ომალი მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის ინციდენტს გამოეხმაურა და რუსი მებრძოლის საქციელი გააკრიტიკა. ასევე, ამერიკელმა პატივისცემა გამოხატა საბა ლაზიშვილის მიმართ, რომელიც მერაბს ბოლომდე დაუდგა გვერდით.

რას ამბობს ომალი:

„პატივისცემა მერაბის მეგობარს. როგორც ამბობენ, ის მებრძოლი არ არის, მოჭიდავეა. 21 წლისაა, მხოლოდ ჭიდაობს, არ ურტყამს. და მან ხაბიბის, ანუ უსმანის გუნდიდან ორი კაცი დააგდო. არ ვიცი, უმარმა, ანუ უსმანმა დაგეგმა თუ არა, რომ თავს დასხმოდნენ, თუ უბრალოდ სილის გაწვნა უნდოდა. მაგრამ რას ელი, როცა ვინმეს სილას აწნავ? გგონია, რომ უბრალოდ ისაუბრებენ? ძმამ კეპი შემოატრიალა, წინ გადმოიწია.

ახლახან დაასრულეს ლოცვა? თუ პირდაპირ ამის მერე ლოცულობენ? ალბათ წინაისტორიაა, მერაბი უმარის მეგობარს სილას აწნავს. ვიტყოდი, რომ უსმანი აქ აშკარად მტყუანია. არ ვფიქრობ, რომ საქმის მოგვარების სწორი გზა ეგ არის. შეიძლება ერთი სილა გაარტყა, მერე დაცვა ჩაერიოს და ერთმანეთთან ანგარიში გაათანაბროთ ერთი-ერთზე, ეგ ნორმალურია. მაგრამ ჯგუფურად თავდასხმა... ეს ერთგვარად ნიადაგს ამზადებს ჩხუბისთვის, პოტენციური ბრძოლისთვის ილიასა და უმარს შორის...“

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები მალევე დააკავა და მათი დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც იწერება, მათ 2-წლამდე პატიმრობა, ან რამდენიმე ათასი დოლარით დაჯარიმება ემუქრებათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ის, რაც დღეს მოხდა, მერაბმა თბილისში დაიწყო“ - ისლამ მახაჩევის კომენტარი
    „ის, რაც დღეს მოხდა, მერაბმა თბილისში დაიწყო“ - ისლამ მახაჩევის კომენტარი