„ნეტავ მანდ ვყოფილიყავი“ - ლაშა ბექაურის მხარდაჭერა დვალიშვილს
სახელოვანი ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე უსმან ნურმაგომედოვისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმას გამოეხმაურა.
„ნეტავ მანდ ვყოფილიყავი! მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე! ისეთი პასუხი გაეცით, როგორიც შეგვეფერება!
შეიძლება რიცხვობრივად ცოტა ვიყოთ, მაგრამ ჩვენს ქართულ გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებთ! მაგ ტურებს სადაც შევხვდები, ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ! მერაბ, შენთან ვართ!“
ცნობისთვის, 11 ნოემბერს საღამოს, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან და მისმა თანხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან სათანადო პასუხი მიიღეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვი და თავდასხმაში მონაწილე ყველა სხვა პირი დაკავებულია. ბრალის წარდგენის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს