„პირობას გაძლევთ, რომ ეს ტურების ხროვა პასუხს მიიღებს“ - ჩოხელი აბუ-დაბის ინციდენტზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, ლევან ჩოხელმა აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე უსმან ნურმაგომედოვისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმაზე ისაუბრა.
ლევან ჩოხელი:
„ამ ტურების ხროვამ, რვა კაცმა ორ ბიჭს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა და ამდენჯერ ხელი გაარტყა. ძალიან სამწუხაროა, რომ ორნი იყვნენ მხოლოდ და ამ ტურებისთვის სასტიკი პასუხის გაცემა ვერ შეძლეს. ძალიან ვნანობ, რომ იქ არ ვიყავი. პირობას გაძლევთ, რომ მათ ჩემი მხრიდან ადრე თუ გვიან პასუხი გაეცემათ“.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს საღამოს, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან და მისმა თანხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან სათანადო პასუხი მიიღეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვი და თავდასხმაში მონაწილე ყველა სხვა პირი დაკავებულია. ბრალის წარდგენის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს