მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ეს კრიმინალია და ყველაფერი ვიდეოზეა გადაღებული“ - არიელ ჰელვანი

შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი არიელ ჰელვანი აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე უსმან ნურმაგომედოვისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმას გამოეხმაურა.

„ობიექტურად, ის, რაც მერაბ დვალიშვილს გადახდა თავს, კრიმინალური ქცევა იყო. მე რომ ვიღაცასთან ასე ქუჩაში მივიდე და ჯგუფურად დავესხა თავს, სერიოზულ ბრალდებებს წამიყენებდნენ.

აქ საუბარი არაა იმაზე, თუ ვინ რას იტყვის - ყველაფერი ვიდეოზეა გადაღებული. პირთა ჯგუფი მივიდა მერაბთან, ხელი გაარტყეს, შემდეგ კი მისი და მისი მეგობრის ცემა გააგრძელეს.

ყოჩაღ საბა ლაზიშვილს. 21 წლისაა და ერთი წამიც არ უყოყმანია. ყველას სურს, რომ გვერდით სწორედ ასეთი ბიჭები ჰყავდეს“.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს საღამოს, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან და მისმა თანხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან სათანადო პასუხი მიიღეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვი და თავდასხმაში მონაწილე ყველა სხვა პირი დაკავებულია. ბრალის წარდგენის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ნეტავ მანდ ვყოფილიყავი“ - ლაშა ბექაურის მხარდაჭერა დვალიშვილს
    „ნეტავ მანდ ვყოფილიყავი“ - ლაშა ბექაურის მხარდაჭერა დვალიშვილს