„ეს რა მაგარი კაცი გყოლია“ | პირველი კადრები მერაბისა და საბას გათავისუფლების შემდეგ
მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი გათავისუფლებული არიან. RAF-მა პირველი კადრებიც გაავრცელა, რომლებშიც ჩანს, რომ დვალიშვილი და ლაზიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და მათ გიგა ჭიკაძე შეხვდა.
„ეს რა მაგარი კაცი გყოლია“, — უთხრა „ნინძამ“ „მანქანას“ საბაზე, შემდეგ კი ლაზიშვილთან მივიდა: „ძაან მაგარი ბიჭი ხარ და მთელი ქვეყანა გელოდება“.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბის პოლიციამ დვალიშვილსა და ლაზიშვილს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა, უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ ხუთ პირს კი 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და 300 000 დირჰემის ოდენობის ფინანსური ჯარიმა დააკისრა.
გეტყვით იმასაც, რომ დვალიშვილი და ლაზიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე იასპარეზებენ. მერაბი მარლონ მორაესს დაუპირისპირდება, ხოლო საბა უმარ ნურმაგომედოვს ჩაანაცვლებს და ურაია ფეიბერს შეხვდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს