უმარის ნაცვლად იჭიდავებს | საბა ლაზიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე გამოვა
RAF-ის მომდევნო ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და თავდაპირველად დააანონსებული იყო, რომ მასში მონაწილეობას ორი ქართველი მიიღებდა: მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძე. „მანქანა“ მარლონ მორაესს უნდა შეხვედროდა, „ნინძა“ — ზაბიტ მაგომედშარიპოვს.
აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც უსმან ნურმაგომედოვი ათამდე თანმხლებ პირთან ერთად მერაბსა და მასთან ერთად მყოფ 21 წლის საბა ლაზიშვილს თავს დაესხა, ვითარება შეიცვალა. RAF-ის ღონისძიებაზე კიდევ ერთ ქართველს ვიხილავთ — საბა ლაზიშვილს.
ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დვალიშვილისა და მორაესის დაპირისპირება გაიმართება, საბა კი იურაია ფეიბერს შეხვდება. ამ უკანასკნელს უმარ ნურმაგომედოვთან უნდა ეჭიდავა, მაგრამ მის ნაცვლად ხალიჩაზე ლაზიშვილი გავა.
View this post on Instagram
ცნობისთვის, სასამართლოს განაჩენის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ ხუთ პირს 6-თვიანი პატიმრობა, 300 ათასი დირჰამის ოდენობის ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია დაეკისრათ. მერაბი და საბა ფინანსურ ჯარიმას გადაიხდიან, რომელსაც RAF-ი დაფარავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს