მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

მერაბი და საბა თავისუფლები არიან | RAF-ის ოფიციალური განცხადება

RAF-მა განცხადება გაავრცელა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან. „მანქანა“ და საბა ლაზიშვილი აბუ-დაბის ციხეში უსმან ნურმაგომედოვთან და მის თანმხლებ პირებთან ჩხუბისთვის იმყოფებოდნენ და სასამართლომ მათ 50 000 დირჰემის (12 320 ევროს) გადახდა დააკისრა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში ჩვენთან დაბრუნდა. გვსურს გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ აბუ-დაბის შესაბამისი უწყებების მიმართ მათი პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენ კვლავ წინსვლაზე ვართ ორიენტირებული და მოხარული ვართ, რომ მერაბი ჩვენთან ერთად იმყოფება“, — ამბობს განცხადებაში RAF-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩედ ბრონშტაინი.

ცნობისთვის, RAF-მა განაცხადა, რომ დვალიშვილისა და ლაზიშვილის ფინანსურ ჯარიმებს დაფარავს. რაც შეეხება, უსმან ნურმაგომედოვს, მისი გუნდის 6 წევრს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰემის ოდენობის ჯარიმა და ვადის მოხდის შემდეგ დეპორტაცია შეეფარდათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    იდიოტები არიან | დენა უაითი უსმანისა და მისი მეგობრების უღირს საქციელზე
    იდიოტები არიან | დენა უაითი უსმანისა და მისი მეგობრების უღირს საქციელზე