მერაბ დვალიშვილი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„გამიკვირდა, ეს აქამდე რომ არ მოხდა“ | ცარუკიანმა მერაბსა და უსმანზე ისაუბრა

არმან ცარუკიანმა უსმან ნურმაგომედოვის მიერ მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ ამაზრზენ თავდასხმაზე RAF-ის პრესკონფერენციაზე ისაუბრა. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა კომენტარი, რომელიც ცარუკიანმა ადამ ზუბაირაევს მისცა და „მანქანაზე“ კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

„ეს უნდა მომხდარიყო, გარდაუვალი იყო. გამიკვირდა, ეს მაშინ რომ არ მოხდა, როდესაც მერაბი ბოლოს აქ იმყოფებოდა. მას პასუხი უნდა მიეღო და მიიღო. ისინი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. ერთ სასტუმროში ცხოვრობენ, მაგრამ რა იცოდნენ, მერაბი როდის სად იქნებოდა.

შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან არიდება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, თუმცა ემოციურად რთულია, არაფერი გააკეთო, როდესაც ვიღაც შენს ძმას შეურაცხყოფას აყენებს. ვფიქრობ, უსმანს ჩხუბი საერთოდ არ უნდოდა. სილის გაწვნა უნდოდა, იქვე იდგა და არ უნდოდა, გაეგრძელებინა. ფიქრობდა, რომ ყველაფერი ამით დასრულდებოდა, მაგრამ მერაბი ცხოველია, ეგრევე მასზე გაიწია“.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური განცხადების მიხედვით, ინციდენტის გამო 10 ადამიანია დაკავებული — 8 მონაწილეობისთვის, 2 — ვიდეოს გადაღებისთვის. ამ მომენტისთვის უცნობია, დვალიშვილი RAF-ზე მარლონ მორაესთან იჭიდავებს თუ არა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მერაბი და საბა ამ დრომდე დაკავებულები არიან“ - ზვიად ლაზიშვილის მიმართვა
    „მერაბი და საბა ამ დრომდე დაკავებულები არიან“ - ზვიად ლაზიშვილის მიმართვა