მერაბ დვალიშვილი, არმან ცარუკიანი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მსგავსი რამ ყველა ღონისძიებაზე ხდება“ | არმან ცარუკიანი მერაბსა და უსმანის ჩხუბზე

RAF-ის მომდევნო ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და მისი ერთ-ერთი მონაწილე არმან ცარუკიანი გახლავთ. სომეხი მებრძოლი ნეიმან გრეისის დაუპირისპირდება და დღევანდელ პრესკონფერენციაზე არმანს მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის შესახებ ჰკითხეს.

შეკითხვა: „მინდა, თქვენი რეაქცია მოვისმინო ინციდენტზე, რომელიც მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის გუშინ მოხდა. რას ფიქრობთ ამაზე და როგორ გგონიათ, ასეთი ინციდენტის გამო RAF-ის ღონისძიებას ყურადღება მოაკლდება?“

„მსგავსი რაღაცები ყოველთვის ხდებოდა. ეს ჩვენი სპორტის ნაწილია. ასეთი რამ თითქმის ყველა ღონისძიებაზე ხდება. ზოგჯერ კამერები აფიქსირებენ, ზოგჯერ — არა. ამჯერად ვიღაცამ ინციდენტი დააფიქსირა და გადაიღო“, — განაცხადა ცარუკიანმა.

ცნობისთვის, აბუ-დაბის პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა, მათ შორის მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი. ამ მომენტისთვის უცნობია, „მანქანა“ მარლონ მორაესის წინააღმდეგ იასპარეზებს თუ არა. RAF-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, ორგანიზაცია მუშაობს, რათა დვალიშვილმა იჭიდაოს. ძირითადი შესწორებები:

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „უსმანი ძალიან მაგარი ტიპია და გამიკვირდა, რომ...“ - UFC-ის ლეგენდა აბუ-დაბის ინციდენტზე
    „უსმანი ძალიან მაგარი ტიპია და გამიკვირდა, რომ...“ - UFC-ის ლეგენდა აბუ-დაბის ინციდენტზე