გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ასე არ გავზრდილვართ, ეს არაა, რაც გვასწავლეს“ | გიგა ჭიკაძის კომენტარი მერაბსა და უსმანზე

RAF-ის მომდევნო ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და მასში მონაწილეობას გიგა ჭიკაძე მიიღებს. „ნინძა“ ზაბიტ მაგომედშარიპოვს დაუპირისპირდება და შეხვედრამდე ჭიკაძემ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა, რომელსაც უსმან ნურმაგომედოვი ათამდე პირთან ერთად, ლაჩრულად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ძმა, მერაბი აქ არ იმყოფება. აბუ-დაბიში რამდენიმე საათით ადრე რომ ჩამოვფრენილიყავი, ახლა მეც მის გვერდით ვიქნებოდი (მერაბი დაკავებულია). ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავ, რომ ვიღაც ვიღაცას მუშტს უკნიდან ურტყამს. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ გვასწავლიან. ასე არ გავზრდილვართ და სპორტული ღირსების მაგალითი უნდა დავაწესოთ“.

შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვის საშინელი ქმედების შესახებ RAF-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჩედ ბრონშტაინმაც ისაუბრა. მან უსმანის ქმედება დაგმო და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მუშაობს, რათა მერაბმა მარლონ მორაესთან ჭიდაობა შეძლოს.

გეტყვით იმასაც, რომ ზვიად ლაზიშვილის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები, მათ შორის მერაბი და საბა ლაზიშვილიც, დაკავებული არიან. ეს მოგვიანებით ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მერაბი და საბა ამ დრომდე დაკავებულები არიან“ - ზვიად ლაზიშვილის მიმართვა
    „მერაბი და საბა ამ დრომდე დაკავებულები არიან“ - ზვიად ლაზიშვილის მიმართვა