„ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, იჭიდავებს“ | RAF-ის დამფუძნებელი მერაბზე
RAF-ის დამფუძნებელმა, ჩედ ბრონშტაინმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა, რომელსაც უსმან ნურმაგომედოვი თავს დაესხა. ღონისძიების წინა პრესკონფერენციაზე ბრონშტაინს სწორედ ამაზე ჰკითხეს და მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია მუშაობს, რათა მერაბმა გამოსვლა შეძლოს.
„ჩვენ ყველანი მომხდარს კატეგორიულად ვგმობთ. მიგვაჩნია, რომ ჭიდაობა მსოფლიოში საუკეთესო სპორტია და თითოეულმა ჩვენგანმა მისგან სპორტული სულისკვეთება და პატივისცემა ისწავლა.
ჩვენი მიზანია, ყოველთვის ამ ღირებულებების პოპულარიზაცია მოვახდინოთ. როდესაც ასეთი ინციდენტები ხდება, ეს სპორტს უკან ხევს. შექმნილია სიტუაცია, რომლითაც RAF-ი კმაყოფილი, რა თქმა უნდა, არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მდგომარეობა გამოვასწოროთ.
როგორ გრძნობს თავს მერაბი? მერაბი კარგადაა. ჩვენი გუნდის წევრებმა მოინახულეს და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებთან ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, ყველაფერი მოგვარდება და, რაც შეეხება უსმან ნურმაგომედოვს, ის ღონისძიებას არ დაესწრება. იმედი გვაქვს, რომ მერაბი მარლონ მორაესის წინააღმდეგ იჭიდავებს. ჩამოფრინდა, ის RAF-ის დაუჯერებელი მონაწილეა და ვიმედოვნებთ, იჭიდავებს“.
შეგახსენებთ, რომ ზვიად ლაზიშვილის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები, მათ შორის მერაბი და საბა ლაზიშვილიც, დაკავებული არიან. ეს მოგვიანებით ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს