სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ჩემი თავის უფრო მეტად მჯერა და მიხარია, რომ მწვრთნელიც მენდობა“ - მამუკელაშვილი

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს, „მილუოკი ბაქსსთან“ ბრწყინვალე თამაშისა და 23 ქულის მოპოვების შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს ოფიციალური გვერდის წარმომადგენელს ესაუბრა.

რა გეხმარება სტაბილურობის შენარჩუნებაში? დღეს 23 ქულა მოიპოვე.

უბრალოდ აგრესიულად ვიწყებ თამაშს. ვცდილობ, რიტმი თავიდანვე ვიპოვო. კარგი საუბარი მქონდა მწვრთნელებთან... მოთამაშეები მენდობიან. როგორც ვთქვი, ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის უფრო მეტად მჯერა და მესმის ამ სამწვრთნელო შტაბის. მოთამაშეები მენდობიან და მეც უბრალოდ გამოვდივარ და კალათბურთს ვთამაშობ.

სამწვრთნელო შტაბი ახსენე და ერთ-ერთი, რაც ჯეი ჯეის მწვრთნელობაში მომწონს, ისაა, რომ თავისუფლებას გაძლევთ. როგორ იმოქმედა ამან შენს თავდაჯერებულობაზე? იმიტომ რომ პირველ მეოთხედში სამქულიანი ააცილე, მერე უკან დაიხიე და მაინც ჩააგდე.

იმიტომ რომ დამიძახა... დამიყვირა, კიდევ ისროლეო და მეც ვიფიქრე, კარგი, ისედაც ვაპირებდი სროლას-მეთქი. მაგარი იყო მისი ხმის გაგონებაც. ის უბრალოდ გაძლევს თამაშის საშუალებას, რიტმის პოვნის საშუალებას გაძლევს... ვფიქრობ, ისიც ამაზეა ორიენტირებული. მაგარია, როცა გესმის, რომ აცილების მერეც გეუბნება ისროლეო. ვფიქრობ, ეს გეხმარება ფიქრები მოიშორო და უბრალოდ ითამაშო.

რა თქმა უნდა. და შენ „შვეიცარიული არმიის დანაც“ კი გიწოდეს. ეს შენს ინსტაგრამზეც გიწერია ბიოში.

არა, არა, მომწონს ეგ. ვფიქრობ, ყოველთვის ასე მინდოდა თამაში. ახალგაზრდობაში 2K-ს რომ ვთამაშობდი, ყოველთვის ვცდილობდი მრავალმხრივი მოთამაშე ვყოფილიყავი: პასი, მოხსნა, ცოტა ყველაფრის გაკეთება. და მიყვარს ამის კეთება. იცით, ზოგჯერ შეიძლება 23 ქულა ჩავაგდო, ზოგჯერ არა, მაგრამ მინდა ჩართული ვიყო, მინდა გუნდს მოგებაში დავეხმარო.

შენ ადრე ბაქსში იყავი, მაგრამ ახლა ლეიკერსში ხარ. მზად ხარ სახლში წასასვლელად?

კი, მიხარია რომ მოვიგეთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ამირჩიეს დრაფტზე, ყოველთვის სასიამოვნოა დაბრუნება და იმ გუნდის დამარცხება, რომელმაც უარი თქვა შენზე. ასე რომ, ახლა მზიან ადგილას მივდივართ, რადგან დღეს მოღრუბლული იყო და ხვალ ვისიამოვნებთ.

მამუკელაშვილზე მეტი ქულა „ლეიკერსის“ რიგებში მხოლოდ ლუკა დონჩიჩს ჰქონდა (32). „ბაქსს“ 27 ქულით ტაილერ ჰირომ ულიდერა, ხაიმე ხაკესმა კი 25 ქულა ჩააგდო. 11 მოგებითა და 2 წაგებით მამუკელაშვილის გუნდი დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში „ლეიკერსი“ 16 ნოემბერს „ფინიქსს“ ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    23 ქულა ყოფილ გუნდთან - მამუკელაშვილის მორიგი სუპერმატჩი
    23 ქულა ყოფილ გუნდთან - მამუკელაშვილის მორიგი სუპერმატჩი