მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

უსმანი და მისი გუნდის წევრები 12 საათზე მეტია პატიმრობაში იმყოფებიან

უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები, რომლებიც აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს დაესხნენ თავს, ამ დრომდე დაკავებულები არიან.

რუსული სააგენტო TASS-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისინი ძალადობის მუხლით არიან დაკავებულები და უკვე 12 საათზე მეტია საპატიმროში იმყოფებიან.

პარალელურად, ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ დაკავებულებს 1-წლამდე პატიმრობა და 3000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბის ბიძაშვილი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის საბა ლაზიშვილს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში დაესხნენ თავს. ქართველი „მაქნანა“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში RAF-ში გასამართი საჭიდაო შეხვედრისთვის ემზადებოდა, რომელიც მიმდინარე კვირის უქმეებზე უნდა ჩაეტარებინა. ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა მარლონ მორაესისა და მერაბის საჭიდაო დაპირისპირება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მერაბმა საქართველოში ჩვენი ძმა დაჩაგრა, ახლა კი...“ - დვალიშვილის ყოფილი გუნდელის მიმართვა
    „მერაბმა საქართველოში ჩვენი ძმა დაჩაგრა, ახლა კი...“ - დვალიშვილის ყოფილი გუნდელის მიმართვა