მაურისიო პოჩეტინო, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედმა კერიკი გაათავისუფლა - ფაბრიციო რომანო

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მაიკლ კერიკი გაათავისუფლა. ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

„მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილება მაურისიო პოჩეტინო, რომელიც ამჟამად აშშ-ის ნაკრებში მუშაობს, „ნიუკასლის“ ყოფილი მწვრთნელი ედი ჰოუ და გერმანიის ნაკრების ყოფილი თავკაცი იულიან ნაგელსმანი.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობამ პოჩეტინოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. მათივე ცნობით, დღეს დილით კერიკი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა და მაღალი თანამდებობის პირებს - ომარ ბერადასა და ჯეისონ უილკოქსს შეხვდა.

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზეა და ბოლო ადგილზე მყოფ „კრისტალ პალასს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. აქვე გეტყვით, რომ კერიკი „იუნაიტედის“ სათავეში მიმდინარე წლის იანვრიდან მუშაობს. თავდაპირველად ის დროებითი მწვრთნელის თანამდებობას იკავებდა, მაისში კი სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონში მისი ხელმძღვანელობით „წითელმა ეშმაკებმა“ 15 მატჩიდან 3 მოიგეს, 7 წააგეს, 5 კი ფრედ დაასრულეს, რაც საშუალოდ 0.93 ქულას უდრის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ქვიშაში ჩარჩენილი გემი - ფერდინანდმა მანჩესტერის მდგომარეობა შეაფასა
    ქვიშაში ჩარჩენილი გემი - ფერდინანდმა მანჩესტერის მდგომარეობა შეაფასა