მერაბ დვალიშვილი, ჯოშ ჰოკიტი
Aa
Aa

ეს რაღაც დედამო****ლი ლაჩრობაა | ჯოშ ჰოკიტი უსმანის გუნდზე

ბოლო 48 საათის მანძილზე საქართველოში ყველაზე საამაყო და პოპულარული პიროვნება უდავოდ საბა ლაზიშვილია. 21 წლის მოჭიდავე, რომელიც აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის დროს მერაბ დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა და უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ჩადენილ უღირს საქციელზე სათანადო პასუხი გასცა.

ამ თემაზე არაერთმა სპორტმენმა ისაუბრა. მათ შორისაა ჯოშ ჰოკიტი, რომელმაც უსმანისა და მისი მეგობრების ქმედება გააკრიტიკა, მათ საქციელს ლაჩრული უწოდა.

ჯოშ ჰოკიტი: „არ ვიცი, ეს რაღაც მშიშრობაა, ხომ გესმის? მშიშრები რიცხვებში იმალებიან, რაოდენობრივად ბევრნი არიან. ამიტომ, მესმის, თუ ვინმეს პირისპირ უპირისპირდები, ვიღაცას სილას არტყამ, ეს ერთი ერთზე ჩხუბია, მაგრამ მთელი შენი გუნდი რომ თავდასხმაზე გადმოვიდეს და ერთად გცემონ, ეს რაღაც დედამო****ლი ლაჩრობაა, ხომ ხვდები? ასე რომ...“

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში RAF-ის ღონისძიებაზე საჭიდაოდ არის ჩასული და მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შერეულ ორთაბრძოლებშიც შეხვდა და 2021 წლის 25 სექტემბერს, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ზვიად ლაზიშვილის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები, მათ შორის მერაბი და საბა ლაზიშვილიც, დაკავებული არიან. ეს მოგვიანებით ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები