ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პირველ ადგილზე მას გავიყვანდი“ | ბატრაკოვის აზრით, ოქროს ბურთი კვარას უნდა მოეგო

„გალათასარაის“ ფეხბურთელმა, ალექსეი ბატრაკოვმა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ისაუბრა. ბატრაკოვს ჰკითხეს, პრესტიჟულ ჯილდოს ვის გადასცემდა და „გალას“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„ოქროს ბურთის გამოკითხვაში ხმას ხვიჩას მივცემდი. სიმპათიები მაქვს, რადგან ლოკომოტივში, თუმცა საერთო ჯამში, ვთვლი, რომ ის ტოპ ფეხბურთელია. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და პირველ ადგილზე სწორედ ამიტომ გავიყვან.

მეორე პოზიციას ჰარი კეინს მივაკუთნებ, რაც შეეხება მესამე ადგილს, ჩემს სამეულს კილიან მბაპეთი დავასრულებ“, — განაცხადა ბატრაკოვმა.

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა — ინგლისელმა თავდამსხმელმა 1055 ქულა დააგროვა. კეინთან ძალიან ახლოს იყო კილიან მბაპე, რომელმაც 1027 ქულა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი ლამინ იამალია — 881 ქულა.

„ბარსელონას“ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის შემდეგ როდრი მოდის (726 ქულა), ხოლო ხუთეულს ლიონელ მესი ასრულებს — 612 ქულა. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. „კვარამ“ 541 ქულა დააგროვა. მის შემდეგ უსმან დემბელე (418 ქულა), ერლინგ ჰოლანდი (378 ქულა), მაიკლ ოლისე (296 ქულა) და ფაბიან რუისი (201 ქულა) მოდიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მსგავსი რამ ყველა ღონისძიებაზე ხდება“ | არმან ცარუკიანი მერაბსა და უსმანის ჩხუბზე
    „მსგავსი რამ ყველა ღონისძიებაზე ხდება“ | არმან ცარუკიანი მერაბსა და უსმანის ჩხუბზე