მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ორივე მხარე არასწორი იყო“ | ალი აბდელაზიზის განცხადება მერაბსა და უსმანზე

უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა მიმართვა გაავრცელა. აბდელაზიზმა ბოდიში მოუხადა, ოღონდ ქალაქ აბუ-დაბის და აღნიშნა, რომ ორივე მხარე არასწორი იყო...

„ჩემი და ჩემი გუნდის სახელით მინდა, მთელ აბუ-დაბის გუშინ მომხდარის გამო მოვუბოდიშო. რაც მოხდა, მიუღებელია და ასეთი რამ არასდროს უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, ორივე მხარე არასწორი იყო და ორი შეცდომა ვითარებას ვერ ასწორებს.

გულწრფელად ვწუხვარ. იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდა კაცი კარგ გაკვეთილს მიიღებს... ყველანი ადამიანები ვართ. შეცდომებს ყველა უშვებს. ვიმედოვნებ, ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება, თუ როგორ უნდა მოიქცეს, როგორც სპორტსმენი და როგორც მუსლიმი. ჩვენ შეგვიძლია ბევრად უკეთესები ვიყოთ.

არ მგონია, მერაბსა და უსმანს ერთმანეთთან დაპირისპირება ჰქონდეთ... საქმე მის ძმას ეხებოდა და მან ძმის დაცვა სცადა. ამას გამართლება არ აქვს, გესმით? მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი ოჯახიც უნდა დავიცვათ. ვფიქრობ, შეცდომა სწორედ აქ მოხდა და ამ სიტუაციის სხვანაირად მოგვარებაც შეიძლებოდა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაზე იმოქმედებს. იმოქმედებს ხაბიბზე, იმოქმედებს ყველაზე... მაგრამ ახლა უსმანის საბრძოლო კარიერაზე არ ვდარდობ. მის კეთილდღეობაზე ვღელავ — იმაზე, თუ როგორ გამოვა ამ მდგომარეობიდან. ყველა, ვინც საქართველოდან თუ დაღესტნიდან ვიდეოებს წერს — ეს უნდა შეწყდეს... მოდით, ყველა გავერთიანდეთ და უბრალოდ მშვიდობა დავამყაროთ“.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ლაზიშვილის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები, მათ შორის მერაბი და საბა ლაზიშვილიც, დაკავებული არიან. ეს მოგვიანებით ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მერაბის მეგობარი ნამდვილი მხეცია“ | რას ამბობს არმან ცარუკიანი
    „მერაბის მეგობარი ნამდვილი მხეცია“ | რას ამბობს არმან ცარუკიანი