თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას სამი ქულა | დუბაი ოლიმპიაკოსთან დამარცხდა

თორნიკე შენგელიას „დუბაი“ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს, „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა. ქართველმა კალათბურთელმა და კომპანიამ სტუმრად ითამაშეს და უშანსოდ დამარცხდნენ — 72:101.

შენგელიას ბევრი სათამაშო დრო არც ამ შეხვედრაში მიეცა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 13 წუთი და 21 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 3 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა. შენგელიამ 3-დან 1 ორიანი ჩააგდო და 1 საჯარიმო გამოიყენა, 1 სამქულიანი კი ააცილა.

„დუბაის“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ დუეინ ბეიკონმა და მფიონდუ კაბენგელემ გადალახეს. ბეიკონს 20 ქულა ჰქონდა, კაბენგელეს — 12. „ოლიმპიაკოსის“ მხრიდან საუკეთესო ევან ფურნიე იყო — 28 ქულა.

ცნობისთვის, „დუბაის“ 7 მოგება და 4 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს „სპარტაკ სუბოტიცას“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მერაბის მეგობარი ნამდვილი მხეცია“ | რას ამბობს არმან ცარუკიანი
    „მერაბის მეგობარი ნამდვილი მხეცია“ | რას ამბობს არმან ცარუკიანი