გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ვეცდებით, ვაჩვენოთ კარგი თამაში და მივაღწიოთ წარმატებას“ - მამარდაშვილი

უნგრეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა.

 

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ ახალ მთავარ მწვრთნელს - ეს არა მხოლოდ მე, არამედ ბევრ სხვა ფეხბურთელსაც ეხება. რამაზ სვანაძეს და მის სტაფს ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა აქვს. ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა და ხვალ ვეცდებით, მოცემული დავალებები შევასრულოთ, ვაჩვენოთ კარგი თამაში და მივაღწიოთ წარმატებას.

ყველამ ვიცით, რომ მაღალი დონის გუნდია. ველოდებით, რომ ძლიერი გუნდი დაგვიპირისპირდება, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ამავდროულად, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. თითოეული ფეხბურთელი განწყობილია იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში და შედეგები.

მარტივ გზას არ გავდივართ, ყველას აქვს ჩავარდნა, მაგრამ ასეთ ჩავარდნას ყოველთვის მოსდევს აღმასვლა. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ეს აღმასვლა ძალიან მალე დაიწყება, თუნდაც ხვალინდელი თამაშიდან. უნდა დავამტკიცოთ, რომ როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობდით, ეს ყველაფერი არ დაკარგულა და ისევ შეგვიძლია ასე თამაში.

ჯერჯერობით ზაფხულზე დიდად არ ვფიქრობ. ყოველდღიურად ვმუშაობ განვითარებაზე და ვცდილობ, ნაკრებში ოპტიმალურ ფორმაში ჩამოვიდე, რაც ალბათ ბოლო თამაშებშიც შემატყვეთ. დანარჩენს, ალბათ, დრო გვიჩვენებს“.

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გოლი გაუტანია და არც გამარჯვება მოუპოვებია, ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ნაკრების სიაში მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არაა | სვანაძე ნარიმანიძეზე
    ნაკრების სიაში მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არაა | სვანაძე ნარიმანიძეზე