სვანაძე: ხვალინდელ თამაშზე ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უნგრეთთან მატჩის წინ მიხეილ მესხზე პრესკონფერენცია გამართა.
რამაზ სვანაძე:
„რა თქმა უნდა, შედეგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრით. ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი შედეგის დაფიქსირება. გამარჯვება ყოველთვის აადვილებს იმ გზას, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი არჩეული გზა, რაც უფრო დრო გავა, უფრო დაიხვეწება ჩვენი თამაში, თუმცა ამ ყველაფრისთვის ფსიქოლოგიური ფაქტორები აუცილებელია. ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე თუ ვილაპარაკებთ, ამ ყველაფერს ყველაზე ძალიან გამარჯვება აყალიბებს. ამიტომაც, ხვალინდელ თამაშზე ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ“.
„გოლი ვერ გავიტანეთ ბოლო რამდენიმე შეხვედრაში. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა ასეთი რაღაცები ხდება ფეხბურთში. ვეცდებით, ეს ყველაფერი ხვალ ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ. გვყავს ძალიან კარგი შემტევები, მიუხედავად უდიდესი დანაკლისისა, დღეს არიან გუნდში ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, ხვალინდელ თამაშზე ყველაფერი სხვანაირად იქნება“.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-ს ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადება 9 ნოემბერს დაიწყო. სვანაძის გუნდი მე-5 ტურში უნგრეთს მიხეილ მესხზე მიიღებს (14 ნოემბერი, 21:00), ბოლო ტურში უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ესტუმრება (17 ნოემბერი, 23:45).
ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გოლი გაუტანია და არც გამარჯვება მოუპოვებია, ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.
მიმდინარეობს განახლება
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს