Cadena SER: ნეგრეირას საქმეზე გამოძიება დასრულდა
Aa
Aa

Cadena SER: ნეგრეირას საქმეზე გამოძიება დასრულდა

„ნეგრეირას საქმეზე“ კატალონიური „ბარსელონას“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ფორმალურად დაიხურა. ამის შესახებ ესპანური Cadena SER-ი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, დღეს საამართლოს ჩვენება მისცეს „ბარსელონა B“-ს ყოფილმა მწვრთნელმა, ხერარდ ლოპესმა და ყოფილმა დელეგატმა, ტონი ალონსომ. ორივე მოწმემ განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ნეგრეირას შვილის მიერ მომზადებული მოხსენებები სასარგებლო იყო.

უახლოეს დღეებში „ბარსელონა“ რამდენიმე ეკონომიკურ დასკვნას წარადგენს, რის შემდეგაც საქმე ოფიციალურად დაიხურება. შესაბამისად, მტკიცებულებების მოძიების ეტაპი დასრულდა.

2023 წელს „ბარსელონას“ ბრალი წარედგინა ქრთამის მიცემის მუხლით. გამოძიების ინფორმაციით, 2001-2018 წლებში ხოსე მარია ნეგრეირამ მსაჯების მუშაობასთან დაკავშირებული კონსულტაციების სანაცვლოდ „ბარსელონასგან“ დაახლოებით 8 მილიონი ევრო მიიღო. კონკრეტულად, მოხსენებები „ბარსელონას“ მატჩზე დანიშნული მსაჯის პროფილსა და მუშაობის ვიდეოანალიზს შეიცავდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კუკურეია: “ამ მომენტისთვის რეალი პსჟ-ზე უკეთესი გუნდია“
    კუკურეია: “ამ მომენტისთვის რეალი პსჟ-ზე უკეთესი გუნდია“