„იმედია, ყველას გაათავისუფლებენ“ | მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი
მერაბ დვალიშვილმა გათავისუფლების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა. ქართველმა მებრძოლმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ე.წ. „სთორი“ გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ თავს კარგად გრძნობს.
„მინდა, ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად და მზად ვარ. მინდა, აბუ-დაბიში ყველას მადლობა გადავუხადო ამ საკითხის მოგვარებაში გაწეული დახმარებისთვის.
აბუ-დაბიში სტუმრობა მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ თბილად მიღებენ. იმედი მაქვს, ყველას გაათავისუფლებენ და საჩივრის შეტანას არ ვაპირებ. მშვიდობა და ყველაფერი საუკეთესო მინდა ყველასთვის. მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს და „მანქანამ“ უკვე RAF-ის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მზადება დაიწყო. მერაბი მარლონ მორაესს დაუპირისპირდება. RAF-ის ღონისძიებაზე საბა ლაზიშვილსაც ვიხილავთ, რომელიც იურაია ფეიბერს შეხვდება.
რაც შეეხება დაკავებულებს, 6 პირს, მათ შორის უსმან ნურმაგომედოვს, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, პანიკის შექმნისა და სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისთვის“ 6-თვიანი პატიმრობა, 300 ათასი დირჰამის ოდენობის ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია დაეკისრათ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს