მარკო როსი
Aa
Aa

„სობოსლაი სათამაშოდ მზადაა, კვარას შეცვლა შეუძლებელია“ | რა თქვა მარკო როსიმ

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ საქართველოსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ დომინიკ სობოსლაი სათამაშოდ მზადაა და „ჯვაროსნების“ ძლიერ მხარეებზე ისაუბრა.

სობოსლაი, კერკეზი და ბოლა

„უნგრეთის ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელები სათამაშოდ მზად არიან. მილოშ კერკეზი, ბენდეგუზ ბოლა და დომინიკ სობოსლაი მოედანზე გასასვლელად მზად არიან. დაგვიბრუნდნენ ბარნაბაშ ვარგა და როლანდ შალაიც, თუმცა ჩვენი იდენტობა და მიდგომა არ შეიცვლება. ვფიქრობ, ბუდაპეშტში გამართული მატჩის მსგავსი შეხვედრა იქნება და ის ფაქტი, რომ ასეთი ფეხბურთელები მოედანზე იქნებიან, თავდაჯერებულობის საფუძველს გვაძლევს“.

რას ელოდება საქართველოს ნაკრებისგან

„ველოდები ტაქტიკურად მოქნილ და კარგად ორგანიზებულ გუნდს. ვიცით, რა დონის ფეხბურთელები ჰყავთ და რა შეუძლიათ. საქართველოსთან ერთხელ უკვე ვითამაშეთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, მათი თავდაპირველი იდეები სრულად შეცვლილია.

კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველების მიზანი იქნება, თამაშის სხვა ასპექტებზე მოახდინონ ფოკუსირება. როგორც ყოველთვის, მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. კვარაცხელიას გარეშეც საქართველოს ნაკრებს ტოპ ჩემპიონატებში ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და მათმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ არ უნდა, მისი გუნდი პროგნოზირებადი იყოს. ასე რომ, ყველაფრისთვის უნდა მოვემზადოთ — ყველანაირი ტაქტიკური ვარიანტისა და სათამაშო სტილისთვის. რაც შეეხება უნგრეთის ნაკრებს, ჩვენ მზად ვიქნებით და ორთაბრძოლებში მაქსიმალურად დავიხარჯებით“.

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა კი 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გოლი გაუტანია და არც გამარჯვება მოუპოვებია — ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კვარას შეცვლა ურთულესია, იმედი მაქვს, მოვიგებთ“ | ბერიაშვილი უნგრეთთან მატჩზე
    „კვარას შეცვლა ურთულესია, იმედი მაქვს, მოვიგებთ“ | ბერიაშვილი უნგრეთთან მატჩზე