კაილა ჰარისონი
Aa
Aa

ნუნეში დამარცხებულია - კაილა ჰარისონმა ქამარი დაიცვა

UFC 334-ის ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი დაპირისპირება კაილა ჰარისონის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელმა მებრძოლმა ამანდა ნუნეში მეოთხე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დააფინიშა და ქალთა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.

გადამწყვეტ ეპიზოდში ამერიკელმა ნუნეშის დარტყმა დაიჭირა, მეტოქე აიყვანა და პარტერში გადაიყვანა. ჰარისონმა სწრაფად მოახერხა ბრაზილიელის ზურგში გადასვლა, უკნიდან მახრჩობელა ილეთი შეასრულა და მეტოქეს დანებება აიძულა.

შეხვედრის დასაწყისში ნუნეში გაცილებით აქტიური იყო დგომში და რამდენიმე ძლიერი დარტყმაც მიაყენა ჩემპიონს. თუმცა ჰარისონმა მალევე შეძლო თავისი მთავარი უპირატესობის გამოყენება – ოლიმპიური დონის ძიუდოსა და ჭიდაობის ტექნიკით მეტოქე პარტერში გადაიყვანა და ბრძოლის ტემპს აკონტროლებდა.

მეორე და მესამე რაუნდებში ჰარისონი მეტწილად პარტერში დომინირებდა. ნუნეში რამდენჯერმე ცდილობდა პოზიციის შეცვლასა და შეტევაზე გადასვლას, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. მესამე რაუნდის მიწურულს ჰარისონმა რამდენიმე დარტყმაც მიაყენა ბრაზილიელს.

მეოთხე რაუნდში კი ჩემპიონმა საბოლოოდ შეძლო ბრძოლის დასრულება. აღსანიშნავია, რომ ეს ჰარისონის პირველი საჩემპიონო დაცვა იყო. მან ქამარი 2025 წლის ივნისში, ჯულიანა პენიას დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ამ გამარჯვებით ამერიკელმა პროფესიონალურ MMA-ში თავისი რეკორდი 20 მოგებამდე და ერთ მარცხამდე გააუმჯობესა.

„ვფიქრობ, ჯერ კიდევ შოკში ვარ“

, – განაცხადა ჰარისონმა გამარჯვების შემდეგ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები