ნიკა გაგნიძე
Aa
Aa

„რაღაც მომენტში მოვდუნდით, კონცენტრაცია დავკარგეთ“ - ნიკა გაგნიძის შეფასება

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა გაგნიძემ უნგრეთთან წაგებული მატჩი შეაფასა.

„ვფიქრობ საკმაოდ ნორმალური პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მთლიანობაში რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეს ჩვენ ვაჯობეთ. გვქონდა ისეთი მომენტები, სადაც შეგვეძლო, უკეთ გვეთამაშა, მითუმეტეს დამაგვირგვინებელ ზონაში. მაგრამ რაღაც მომენტში მოვდუნდით, კონცენტრაცია დავკარგეთ, მოწინააღმდეგეს მივეცით სტანდარტულის ჩაწოდების საშუალებები და ამის გამო დავისაჯეთ.

მთლიანობაში მართლაც რთული პერიოდი გვიდგას. ყველა, თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ამ რთული პერიოდიდან თუ ვინმეს შეუძლია ღირსეულად გამოსვლა, ეს ჩვენ ვართ, არა მარტო ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, არამედ მთლიანად ქართველ ერს.

ვფიქრობ, რომ თუ ერთმანეთის გვერდით ვიქნებით, როგორც ფეხბურთელები, ისე სამწვრთნელო შტაბი და გულშემატკივარი, ამ რთულ პერიოდს ჩვენ დავძლევთ და ისევ მოვა ის კარგი პერიოდი და სიხარული, რაც ქართველ ხალხს და თითოეულ ჩვენგანს ენატრება“.

ერთა ლიგის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. 5 ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდის აქტივში 2 ქულაა. მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინა იქნება - მატჩი 17 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გოლს ვერ ვიტანთ და ეს უბრალოდ წარმოუდგენელია | სვანაძე უნგრეთთან მარცხზე
    გოლს ვერ ვიტანთ და ეს უბრალოდ წარმოუდგენელია | სვანაძე უნგრეთთან მარცხზე