დავით ნინიაშვილი, ლუკა მატკავა, აკაკი ტაბუცაძე, ვანო კარკაძე
Aa
Aa

რაგბი | დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან ისტორიულ მატჩში

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე ტონგას უმასპინძლა და 55:31 გაიმარჯვა.

ანგარიში მესამე წუთზე ლუკა მატკავამ გახსნა (ჯარიმა), მაგრამ მე-13 წუთზე ტონგელებმა ლელო დაგვიდეს (გარდასახვით) და 7:3 დაწინაურდნენ. 25-ე წუთზე შერკინების შემდეგ ვანო კარკაძემ დადო ლელო და „ბორჯღალოსნები“ დააწინაურა - 10:7(მატკავას გარდასახვა). 32-ე წუთზე კარკაძემ უკვე საჯარიმო ლელო დადო და ანგარიში 15:7 გახდა, მალევე ვასილ ლობჟანიძემაც დადო ლელო და ბორჯღალოსნების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა (გარდასახვა კვლავ მატკავამ გამოიყენა). ტაიმის მიწურულს სტუმრებმა კიდევ ერთი ლელო დაგვიდეს და პირველი ნახევარი ჩვენს სასარგებლოდ 22:14 დასრულდა.

მეორე ტაიმში ტონგელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მალევე დავით ნინიაშვილმა გამოიჩინა თავი და ჩვენი უპირატესობა 8 ქულამდე გაიზარდა. 55-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემაც დადო თავისი პირველი ლელო და ანგარიში 36:21 გახდა. ბექა საღინაძისა და ტაბუცაძის ლელოებს ტონგელებმა ასევე ორი ლელოთი უპასუხეს. ბოლო ლელო 79-ე წუთზე გელა აფრასიძემ დადო, მატკავამ კი მეექვსე გარდასახვა გამოიყენა.

შემადგენლობა:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ბექა შვანგირაძე; 22. გელა აფრასიძე, 23. ლუკა ტაბატაძე.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 5 მატჩში 5 მოგება აქვს - პიერ-ანრი ბრონკანის გუნდი სატურნირო ცხრილის ერთპირველონული ლიდერია. 21 ნოემბერს ჩვენი ნაკრები „მიხეილ მესხზე“ აშშ-ს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაკრების ისტორიაში მე-300 მატჩი იყო. „ბორჯღალოსნებმა“ მოიგეს 188, ფრედ დაასრულეს 10 და დათმეს 102.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კარკაძეს და მატკავას გაუხანგრძლივეს - ქართველებს ნდობას უცხადებენ
    კარკაძეს და მატკავას გაუხანგრძლივეს - ქართველებს ნდობას უცხადებენ