საქართველო-ტონგა | კაპიტნის ვარჯიში ისტორიული მატჩის წინ
Aa
Aa

საქართველო-ტონგა | კაპიტნის ვარჯიში ისტორიული მატჩის წინ

ხვალ „ბორჯღალოსნები“ ტონგას წინააღმდეგ „ავჭალაზე“  ისტორიაში მე-300 მატჩს გამართავენ, დღეს კი ეროვნულმა ნაკრებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ბოლო ვარჯიში გამართა.

კაპიტნის ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნების კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა და მორაგბე ბექა გორგაძემ, მომავალი მატჩზე ისაუბრეს.

დავით ნინიაშვილი: „მოედანზე რა თქმა უნდა მოსაგებად გავალთ. კარგი მოსამზადებელი კვირა გვქონდა, წინა მატჩში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავეთ და შევეცდებით ეს ყველაფერი ხვალ მოედანზე გადავიტანოთ. კანადასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ თავდაჯერებულები ვართ და ვეცდებით ტონგასთან კიდევ უფრო მობილიზებულები ვიყოთ. მეტოქე ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელსაც უყვარს კონტაქტური რაგბი და ამისათვის მზად ვართ“.

ბექა გორგაძე: „გამარჯვება გვჭირდება როგორც გუნდს, ასევე ჩვენს ქომაგებს და მთელს ქვეყანას. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება გულშემატკივრობას და ყველას მოვუწოდებ, რომ აქაც და მერე აშშ-სთანაც, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ და სანახაობრივი თამაშის მოლოდინი გვაქვს. ტონგა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია, მას ორი წლის წინაც ვეთამაშეთ და ზუსტად ვიცით რა უნდა დავუპირისპიროთ“.

შემადგენლობა:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ბექა შვანგირაძე; 22. გელა აფრასიძე, 23. ლუკა ტაბატაძე.

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მეხუთე ტურის შეხვედრა ხვალ 18:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ერთა თასის ჩემპიონის ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

rugby.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გორგაძე მშობლიურ ქალაქში - კაპიტანმა უნიკალური აკადემია მოინახულა
    გორგაძე მშობლიურ ქალაქში - კაპიტანმა უნიკალური აკადემია მოინახულა