მეორე ლელო სეზონში - სუთიძემ კოლომიესთან კარგად ითამაშა
Aa
Aa

მეორე ლელო სეზონში - სუთიძემ კოლომიესთან კარგად ითამაშა

ქართველ მორაგბეთა უმრავლესობა ამჟამად სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება და შესაბამისად, გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთის TOP 14-სა და PRO D2-ში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ნაკლებად იყვნენ საკლუბო რაგბით დაკავებულნი, თუმცა რანგით მეორე დივიზიონის მეათე ტურს ქართული ლელოს გარეშე მაინც არ ჩაუვლია.

„კოლომიემ“ საკუთარ სტადიონზე „ბეზიე“ 34-ქულიანი სხვაობით, 53:19 დაამარცხა და მაშინ, როდესაც სტუმრები 0:32-ს აგებდნენ, მათ შემადგენლობაში პირველი ლელო ნიკოლოზ სუთიძემ დადო. 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა თანაგუნდელების მიერ განვითარებული შეტევა ლოგიკურად დააგვირგვინა და მიმდინარე ჩემპიონატში მეორედ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი. ნიკა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 52-ე წუთზე შეცვალეს და მცირე შესვენების შემდეგ, 74-ე წუთზე მოედანზე ისევ დაბრუნდა.

ცნობისათვის, ამავე შეხვედრაში მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა მორაგბემ მიიღო - „ბეზიეს“ რიგებში 52-ე წუთზე ლუკა აზარიაშვილი გამოჩნდა. „კოლომიეს“ სათადარიგოთა შორის იყო მამუკა მსტოიანი, ხოლო სტუმართა მარქაფაში ომარ ოდიშვილი, თუმცა არც ერთი მათგანი მოედანზე არ გამოჩენილა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    U18 ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ პოლონეთი დაამარცხა
    U18 ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ პოლონეთი დაამარცხა