საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ბორჯღალოსნები | რაგბი ევროპის ჩემპიონატის კალენდარი ცნობილია

რაგბი ევროპამ 2027 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. რადგან საქართველოს გასული ორი წლის (2025 და 2026) ჩემპიონატების ჯამში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, საქართველო ა ჯგიფში პირველ ნომრად განითესა და ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთთან (4), ბელგიასთან (5) და პოლონეთთან (8) ითამაშებს.

ბ ჯგუფში პორტუგალია (2), ესპანეთი (3), ნიდერლანდები (6) და შვეიცარია (7) მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 6/7, 12/13/14 და 20/21 თებერვალს გაიმართება, რის შემდეგაც ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი თასის ნახევარფინალში გავა, ქვედა ოთხეული კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ნახევარფინალები 6/7 მარტსაა ჩანიშნული.

ფინალური რაუნდი ამჯერად რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 14 მარტს შედგება და ყველა ადგილთან ერთად, თასის მფლობელის ვინაობაც გაირკვევა.

ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 6 თებერვალს სტუმრად, პოლონეთთან (რომელიც ალაფიდან გერმანიის ნაცვლად დაწინაურდა) გდინიაში გამართავენ; 13 თებერვალს ბელგიას ბრიუსელში ეთამაშებიან, 20 თებერვალს კი რუმინეთს თბილისში დაუხვდებიან. ჯგუფუერი ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ნახევარფინალში და სად გაიმართება შეხვედრა.

რაგბი ევროპის ჩემპიონი აქამდე 24-ჯერ გამოვლინდა და საქართველო ერთპიროვნული ლიდერია - თასი 17-ჯერ შემართა, აქედან 8-ჯერ (2018-2025) ზედიზედ. შარშან ფინალი პორტუგალიასთან დავთმეთ, რომელმაც ტიტული მეორედ მოიგო, 5-ჯერ კი ჩემპიონი რუმინეთი გახდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ისეთი თამაში აჩვენა, როგორსაც მისგან ელოდნენ“ - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე
    „ისეთი თამაში აჩვენა, როგორსაც მისგან ელოდნენ“ - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე