შავი ლომი | შემადგენლობა ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის
Aa
Aa

შავი ლომი | შემადგენლობა ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის

‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, 2026/27 წლების სეზონის ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი პირველი ტურის შეხვედრას 17 ოქტომბერს თბილისში, “ავჭალაზე” უელსური ‘ოსფრიზის’ წინააღმდეგ გამართავს. თამაში 16 საათზე დაიწყება.

52 წლის ფრანგი სპეციალისტისთვის ევროთასები სიახლე არ არის. თუმცა მან ‘შავი ლომი’ 2026 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გუნდს სექტემბერ-ოქტომბერში ხუთ გასახურებელ მატჩშიც უხელმძღვანელა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის რანგში, მას ჩელენჯ თასზე ოფიციალური დებიუტი სწორედ ‘ოსფრიზთან’ ექნება.

ბრონკანის სადებიუტო მატჩში ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. 2022 წლის შემდეგ, ‘შავ ლომს’ უბრუნდება მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. ის თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს და ღერძზე ახალგაზრდა გიორგი სპანდერაშვილს შეუწყვილდება. 4 ოქტომბერს ‘ჩიტასთან’ მოგებული მატჩის მსგავსად, ცენტრში თამაშს იწყებენ 19 წლის მორაგბეები - დათა ახვლედიანი და ლუკა ტაბატაძე. ფრთებზე გამოცდილი აკა ტაბუცაძე და რომა მახათაძე დადგებიან, ფულბეკი კი ლუკა ცირეკიძე იქნება.

გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული შერკინების ხაზი. პირველ ხაზში პირველი წუთებიდან მოედანზე დათო აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი გავლენ; მეორე ხაზში გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი და მაიკლ ქარი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში 20 წლის ლუკა ნარსიასთან ერთად, თამაშს ლაშა ციხისთავი და ლეავასე პოტუ იწყებენ.

ტრადიციულად, ბრონკანს მარქაფაში ექვსი მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე ყავს. პირველ ხაზში გუნდს ვახტანგ ჯინჭარაძე, გიორგი მამაიაშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი გააძლიერებენ; მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძეს ვიხილავთ; ხოლო მესამე ხაზში სანდრო მამამთავრიშვილი და ოთარ გიორგაძე შევლენ; ხაზში ცვლილებაზე არიან თემურ ძოძუაშვილი და ოთარ მეტრეველი.

‘ოსფრიზთან’ მატჩში ჩელენჯ თასზე დებიუტი ექნებათ გიორგი ბაბუნაშვილს, გიორგი მამაიაშვილს, ოთარ მეტრეველს, ლუკა ნარსიას, თემურ ძოძუაშვილს, ლუკა ტაბატაძეს, დათა ახვლედიანს და ლეგიონერებს - მაიკლ ქარის და ლეავასე პოტუს. ევროტურნირებში ფრანგული კლუბების კვართით უთამაშიათ ვახტანგ ჯინჭარაძეს და ოთარ გიორგაძეს, ‘შავი ლომის’ ღირსებას კი ჩელენჯ თასზე პირველად 17 ოქტომბერს დაიცავენ.

2026/27 წლების ჩელენჯ თასი

მესამე ჯგუფი. პირველი ტური

17 ოქტომბერი. შაბათი

თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი

შავი ლომი (საქართველო) - ოსფრიზი (უელსი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. დათა ახვლედიანი, 11. რომა მახათაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. მაიკლ ქარი, 6. ლუკა ნარსია, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ლეავასე პოტუ.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19 ლადო ჩაჩანიძე, 20. სანდრო მამამთავრიშვილი, 21. ოთარ გიორგაძე; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. ოთარ მეტრეველი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ფავორიტი პიოტრ იანია“ | ხავიერ მენდესი დვალიშვილის მოახლოებულ ტრილოგიაზე
    „ფავორიტი პიოტრ იანია“ | ხავიერ მენდესი დვალიშვილის მოახლოებულ ტრილოგიაზე