სუპერკომპიუტერის პროგნოზი | პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შემდეგ Football Meets Data-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზი გაგვიზიარა.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ ტურნირის მოგების ყველაზე მაღალი შანსი აქვს - 18.5%. მეორე ადგილზე 18.2 პროცენტით „ბარსელონაა“, მესამეზე კი 13.5 პროცენტით მადრიდის „რეალი“.
რაც შეეხება ლიგის ფაზას, საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრის ყველაზე მაღალი შანსები ზემოხსენებულ სამ გუნდთან ერთად „არსენალს“, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“, „ბაიერნს“, „ასტონ ვილასა“ და „ბეტისს“ აქვთ.
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალის“ საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრის შანსები 17.4%-ია, ხოლო პლეიოფში გასვლის შანსები - 84%.
კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის, ირაკლი აზაროვის „შახტარის“ შანსებს Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერი ასე აფასებს: ტოპ 8-ში მოხვედრა - 4.5%, პლეიოფში გასვლა - 59.1%.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს