ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

შტურმის ცუდი სერია გრძელდება - გიზის გატანა შეეძლო, კიტეიშვილი ტრავმიდან დაბრუნდა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ტიროლს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში გიზი მამაგეიშვილი იყო, რომელსაც პირველ ნახევარში გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მიზნამდე მცირედი დააკლდა. მისი დარტყმული ძელს მოხვდა. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ნახევარმცველი შესვენებაზე შეცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ცვლილება ტრავმას უკავშირდება.

მამაგეიშვილის მომენტი

გიზის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 29 შეხება, 15-დან 11 ზუსტი პასი, 2 ზუსტი გრძელი პასი, 2 დარტყმა - 1 ზუსტი, 1 ძელს მოხვდა. 1 ჩაჭრა, 3 დაბრუნებული ბურთი. Sofascore-ის შეფასება - 6.6 ქულა.

რაც შეეხება  კიტეიშვილს, 31 წლის ფეხბურთელი მოედანზე 66-ე წუთიდან გამოჩნდა. საგულისხმოა, რომ 2 ოქტომბერს, უნგრეთთან მიღებული ტრავმის შემდეგ კიტეიშვილმა დღეს პირველად ითამაშა. ქართველ ნახევარმცველს მომენტი არ ჰქონია, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო - ბურთთან 28 შეხება 20-დან 18 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 არაზუსტი დარტყმა, 1 ჩაჭრა. Sofascore-ის შეფასება - 6.5 ქულა.

გიზი მამაგეიშვილმა „შტურმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში მე-10 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლია, კიტეიშვილისთვის კი ეს მე-3 შეხვედრა იყო.

14 ტურის შემდეგ „შტურმს“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. საგულისხმოა, რომ ყველა ტურნირის ჩათვლით, გრაცელებს ზედიზედ 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. ქართველების გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე ვენის „აუსტრიას“ შეხვდება. მატჩი 6 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამარდაშვილი კვლავ დებიუტის მოლოდინშია - ლივერპულმა დერბიში ქულები დაკარგა
    მამარდაშვილი კვლავ დებიუტის მოლოდინშია - ლივერპულმა დერბიში ქულები დაკარგა