გოლი ზედიზედ მეორე მატჩში | დავითაშვილმა საფრანგეთის თასზე გაიტანა
საფრანგეთის თასის 1/64-ფინალში ლიგა 2-ის ლიდერი სენტ-ეტიენი რანგით მესამე ლიგის ვილფრანშს 4:0-ს ამარცხებს.
41-ე წუთზე სენტ-ეტიენის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში გახსნა. თანაგუნდელთან ბურთი კარგად გაითამაშა, დაცვის ხაზი გაარღვიეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საგოლე მომენტი გოლით დაასრულა.
44-ე წუთზე ზურიკომ კარისკენ სახიფათოდ დაარტყა და საბოლოოდ შეტევა გოლით დასრულდა - 2:0.
ქართველმა ფეხბურთელმა 22 აგვისტოს შემდეგ პირველად ლიგა 2-ის გასულ ტურში, წინა შაბათს, 21 ნოემბერს გაიტანა. მისი გოლით სენტ-ეტიენმა რეიმსი დაამარცხა და სატურნირო ცხრილს 31 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე ნანსია 28 ქულით.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკომ თორმეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ქართველი შემტევი, რომელიც ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ფრანგულ კლუბში როტაციაშია, 12-დან ექვს მატჩში 45 წუთზე ნაკლები გაატარა მინდორზე, სასტარტოში შეუცვლელად 12-დან მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა.
მიმდინარეობს განახლება
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს