გიორგი წიტაიშვილი, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

წიტაიშვილი ცვლილებაზე შევიდა და გატანა შეეძლო - რაიომ სტუმრად ბეტისს მოუგო

ლა ლიგის მორიგ ტურში „რაიო ვალეკანო“, რომლის ღირსებასაც გიორგი წიტაიშვილი იცავს, „ბეტისს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე ხორხე დე ფრუტოსმა გაიტანა, საგოლე პასი კი ისი პალაზონმა მიითვალა.

წიტაიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა და 76-ე წუთზე გატანა შეეძლო, როცა საჯარიმოს გარედან ურტყამდა, მაგრამ ალვარო ვალესმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარკ ბარტრამ წიტაიშვილი საჯარიმოში წააქცია, თუმცა მსაჯმა ამ ეპიზოდში წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

წიტაიშვილმა Sofascore-ისგან 6.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 17 შეხება ბურთთან, 1 დარტყმა კარში, 2-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 4-დან 3 ზუსტი პასი (75%), 2 ვარდნა და 8-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა.

გიორგი წიტაიშვილის გამორჩეული მომენტები

14 ტურის შემდეგ „რაიოს“ 15 ქულა აქვს. წიტაიშვილის გუნდი ლა ლიგის მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 დეკემბერს „ლევანტეს“ მიიღებს, მანამდე კი სამეფო თასზე „ევროპას“ ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ხეტაფემ საქართველოში სასიკვდილო დარტყმა მიიღო“ - Marca-ს სტატია
    „ხეტაფემ საქართველოში სასიკვდილო დარტყმა მიიღო“ - Marca-ს სტატია