სონგ იადონგი: დვალიშვილს პირველ ან მეორე რაუნდში გავთიშავ
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მეტა-რეიტინგის მეორე ნომერი, სონგ იადონგი არ ფიქრობს, რომ დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის, პიოტრ იანის მომდევნო მეტოქე გახდება და მზადაა იმისთვის, რომ ოქტაგონის გაზიარება მერაბ დვალიშვილთან მოუწევს, რომლის დანოკაუტებასაც არაუგვიანეს მეორე რაუნდში გეგმავს.
„დიახ, ვფიქრობ, ჩემი მომდევნო მეტოქე მერაბი გახდება. ინტერვიუებში ბევრჯერ მომისმენია, როგორ ამბობდა მერაბი, რომ ჩემთან ჩხუბი სურს და მეც მინდა მასთან ბრძოლა, ასე რომ, ვფიქრობ, ამას გავაკეთებთ.
მის არცერთ წინა მეტოქეს არ ჰქონია ისეთი სანოკაუტე ძალა, როგორიც მე მაქვს. მას პირველ ან მეორე რაუნდში დავანოკაუტებ“,
- განაცხადა ჩინელმა მებრძოლმა გამოცემა MMA Fighting-თან ინტერვიუში.
ამ უქმეებზე სონგ იადონგი ჩიკაგოში გასამართ ტურნირ RAF 15-ში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარ ორთაბრძოლაშიც შეეცდება, მსუბუქ წონაში RAF-კროსოვერის საჩემპიონო ქამარი თავის ყოფილ მეტოქეს, ჰენრი სეხუდოს წაართვას.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს