ისლამ მახაჩევი, ალი აბდელაზიზი
Aa
Aa

ვუდლიმ თქვა, რომ ისლამი ილიას გაექცა | აბდელაზიზმა ყოფილ ჩემპიონს უპასუხა

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ტაირონ ვუდლიმ, ისლამ მახაჩევზე ისაუბრა. ვუდლის თქმით, მახაჩევი ილია თოფურიას გაექცა, დივიზიონს აფერხებს და მას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოერთვას.

ვუდლის სიტყვებს ისლამის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი, გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ამერიკელ მებრძოლს უპასუხა: „ტაირონ ვუდლი, რომელსაც ზედიზედ შვიდი ბრძოლა აქვს წაგებული, ლაპარაკობს ისლამ მახაჩევზე, რომელმაც ზედიზედ 17 ჩხუბი მოიგო, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და ტიტული ორივე დივიზიონში დაიცვა.

სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ოდესღაც აქტუალური იყო, ცდილობს, აქტუალურობა სხვა მებრძოლის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვით დაიბრუნოს, ნაცვლად იმისა, რომ მისი მიღწევები დააფასოს.

შენ ამბობ, რომ ისლამს ქამარი უნდა ჩამოართვან? დიდი პატივისცემის მიუხედავად UFC-ის ყველა დროის ჩემპიონებს შორის შენ ორგანიზაციასთან ალბათ ყველაზე ცუდი ურთიერთობა გქონდა. ახლა აკრიტიკებ მებრძოლს, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, და ამას აკეთებ იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციო. ყოფილმა ჩემპიონებმა კოლეგა მებრძოლები უნდა დააფასონ, კი არ უნდა გააკრიტიკონ, რათა თავი უკეთესად იგრძნონ“.

შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, მახაჩევს იანვარში კარლოს პრატესის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ოქტაგონში შესვლაზე უარი თქვა. ისლამის მომდევნო მეტოქე UFC 336-ზე გაირკვევა, რომლის ფარგლებშიც პრატესი მაიკლ მორალესს შეხვდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გიორგი გაგუას მაგარი ჟესტი | საპრიზო თანხა კლუბის აკადემიას გადაურიცხა
    გიორგი გაგუას მაგარი ჟესტი | საპრიზო თანხა კლუბის აკადემიას გადაურიცხა