გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

შვედურ ორგანიზაციაში იბრძოლებს - ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება

UFC-ის ყოფილი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე შვედურ ორგანიზაცია Apex Fight Night-ში იბრძოლებს. ინფორმაცია ამის შესახებ პრომოუშენმა თავის სოცქსელებში დაადასტურა.

„ქართველი ვიკინგი“ 6 დეკემბერს ბრაზილიელ ემერსონ სანტოსს დაუპირისპირდება. ბრძოლა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართება.

ქუთათელაძემ UFC-ში ბოლო ბრძოლა გასული წლის მარტში გამართა და კაუე ფერნანდესთან დამარცხდა. მას შემდეგ გურამმა Absolute Championship Akhmat-ში ვიქტორ ჰუგოს პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო, მიმდინარე წლის სექტემბერში კი Vault Fighting League-ში კანადელ ჟერემი კენედისთან მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. სულ „ქართველი ვიკინგის“ ანგარიშზე MMA-ში 14 მოგება და 6 მარცხია.

რაც შეეხება მის მეტოქეს, ემერსონ სანტოსს, 37 წლის ბრაზილიელი მებრძოლის რეკორდი 11 გამარჯვება და 7 მარცხია. 11-დან 8 ბრძოლა სანტოსმა საბმიშენით მოიგო.

View this post on Instagram

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პიმბლეტი: მე და თოფურია TUF-ს სიცოცხლეს დავუბრუნებთ
    პიმბლეტი: მე და თოფურია TUF-ს სიცოცხლეს დავუბრუნებთ