ტიმპსონი: მახაჩევმა ხაბიბზე მეტს მიაღწია, ის უფრო მაღლა დგას
UFC-ის P4P რეიტინგის ლიდერი, ისლამ მახაჩევი, ორგანიზაციის ისტორიაში სამ უდიდეს მებრძოლს შორის შედის - ამაში დარწმუნებულია ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრის ყოფილი პრეტენდენტი, სტივენ ტომპსონი.
„ისლამს ხაბიბზე მაღლაც კი ვაყენებ. ვფიქრობ, მან ხაბიბზე მეტს მიაღწია და UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლის სტატუსი განიმტკიცა. უბრალოდ შეხედეთ იმ ხალხს, ვისაც ის ეჩხუბა. მან მსუბუქ წონაში ყველაზე იბატონა, ახლა კი ქვესაშუალო დივიზიონის ბიჭებზე დომინირებს. ისლამ მახაჩევი ცალსახად შედის ორგანიზაციის ისტორიაში სამ უდიდეს მებრძოლს შორის“,
- განაცხადა ამერიკელმა MMA Full Mount-თან ინტერვიუში.
43 წლის სტივენ ტომპსონმა ათი დღის წინ მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ჩარლზ რადტკე და პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, 35 წლის ისლამ მახაჩევმა კი აგვისტოში ქვესაშუალო წონაში UFC-ის საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა გამართა და ირლანდიელ იენ მაჩადო გარის მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს