მამუკელაშვილმა იუტას ორი ქულა ჩაუგდო | ლეიკერსმა ბოლო 12-დან 11 თამაში მოიგო
სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ბოლო 12 შეხვედრიდან მე-11 მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი საშინაო კედლებში „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა და ბრწყინვალე მეოთხე მეოთხედის წყალობით 109:94 გაიმარჯვა.
„ლეიკერსმა“ მატჩი კარგად დაიწყო და შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა მესამე პერიოდში „ჯაზმენებმა“ ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანეს. ყველაფერი გადამწყვეტ მეოთხედში გაირკვა, რომელშიც ლოს ანჯელესელებმა მეტოქეს მხოლოდ 17 ქულა ჩააგდებინეს, თავად კი 31 ქულა მიითვალეს.
მამუკელაშვილმა პარკეტზე მხოლოდ 13 წუთი და 24 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში სანდროს ანგარიშზე 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. „მამუმ“ ორი სამქულიანი გააფუჭა და ორიდან ერთი ორქულიანი გამოიყენა. მის პასივში დაკარგვა და პერსონალური ჯარიმაც იყო.
„ლეიკერსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 28 ქულა ლუკა დონჩიჩმა დააგროვა, თუმცა სლოვენიელმა 24-დან მხოლოდ 8 სროლა გამოიყენა. ჯეიკ ლარავიას 15 ქულა ჰქონდა, მატის ტაიბულს — 14. „იუტას“ მხრიდან 21 ქულით კაილ ფილიპოვსკი გამოირჩა, რომელმაც „მამუს“ წინააღმდეგ შესანიშნავი ჩატენვა მიითვალა.
Kyle Filipowski intercepts the pass by Sandro Mamukelashvili and then dunks all over him for the super nasty poster dunk (with replays). Jazz and Lakers commentary. The Jazz bench is going nuts. https://t.co/aWX1sLMspj
— MrBuckBuck (@MrBuckBuckNBA) November 24, 2026
ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 15 მოგება და 3 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში „სან ანტონიო სპურსთან“ ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. „ლეიკერსი“ მომდევნო შეხვედრას სწორედ „სპურსის“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს