დავით ფაჩულია კარიერას სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს
Aa
Aa

დავით ფაჩულია კარიერას სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ვაჟი დავით ფაჩულია კარიერას სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს.

უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ფაჩულია ახალ გუნდს 2027 წლიდან შეუერთდება. გასულ სეზონში ის „დე ლა სალეს სკოლის“ გუნდის საუკეთესო მექულე იყო და საშუალოდ 14 ქულასა და 5.1 მოხსნას აგროვებდა (40%-იანი სიზუსტე სამქულიან სროლებში).

„დავითი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, რომელიც მაღალი საკალათბურთო ინტელექტით გამოირჩევა. ასევე, ის კარგი მსროლელია და შესანიშნავი პიროვნებაა. ვფიქრობთ, გულშემატკივრებს მოეწონებათ მისი თამაში, ხოლო მე და სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები მოუთმენლად ველოდებით მასთან მუშაობის დაწყებას“ - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრის გერლუფსენმა.

ცნობისთვის, დავით ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად წელს 18-წლამდელთა ევრობასკეტზე ითამაშა. 7 მატჩში მისმა საშუალო მონაგარმა 12.9 ქულა, 6.1 მოხსნა და 1.7 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. უნგრეთთან მატჩში დავითმა 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ქართული დერბი ევროლიგაზე - შენგელიამ ბოლდუინი დაამარცხა
    ქართული დერბი ევროლიგაზე - შენგელიამ ბოლდუინი დაამარცხა