რუსმა მებრძოლმა მერაბი გააკრიტიკა | ხაბიბმა მისი პოსტი მოიწონა
MMA-ის რუსმა მებრძოლმა, მაგომედ ისმაილოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მერაბ დვალიშვილი გააკრიტიკა. ისმაილოვმა „მანქანის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერაბის მიმართ კონორ მაკგრეგორზე მეტ ზიზღს გრძნობს.
„ის ჯერ ბიჭების გათავისუფლებას ითხოვს და ამბობს, რომ მებრძოლებს ასეთი რამ ემართებათ ხოლმე, შემდეგ კი ამბობს, რომ ისინი ნამდვილი კაცები არ არიან და დაღესტანს არცხვენენ. ის ჯერ ახმედ გაჯიმაგომედოვს ბოდიშს უხდის, რადგან სამშობლოში ყოფნისას მის მშობლებს შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ამბობს, რომ ამ სიტუაციაში სრულიად მართალი იყო.
მაქსიმალურად რბილად რომ ვთქვათ, ის ნამდვილი არამზადაა. მეგონა, რომ კონორ მაკგრეგორზე მეტი ზიზღი არავის მიმართ მექნებოდა, მაგრამ ამ დროს მერაბ დვალიშვილი გამოჩნდა“, — დაწერა ისმაილოვმა.
რუსი მებრძოლის პოსტი ხაბიბ ნურმაგომედოვს უყურადღებოდ არ დაუტოვებია. „არწივმა“ ისმაილოვის პოსტი მოიწონა და როგორც ჩანს, მის მოსაზრებებს იზიარებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს